01აპრ 2017 გაქვთ პროდუქტი რომელსაც ყიდით? მაშინ დროა მის შესახებ ყველას მოუყვეთ
მოდი დავფიქრდეთ, როდის დაიწყო გაყიდვები?! ისტორიულად, ასეთი ფაქტები ძალიან დიდი ხნის წინ ფიქსირდება. მართლაც, გაყიდვების ტიპის ქმედებები დაიწყო სპილოს ძვლის იარაღების გაცვლით უფრო საჭირო ნივთებში და კიდევ უფრო ადრე. და თქვენ წარმოიდგინეთ, იმ დროიდან მოყოლებული მიმართავდა ადამიანი შეთავაზებების სხვადასხა საშუალებებს.
დღეს, ამ ყველაფერმა ფორმა მიიღო და ჩამოყალიბდა როგორც ტრადიციული მარკეტინგიდან ინტერნეტ მარკეტინგამდე ინსტრუმენტები. თუმცა, მოდი ისიც ვაღიაროთ რომ, მათგან უმეტესეობა, არც ისე პატარა თანხებთან არის დაკავშირებული.

თუ დაბალ ბიუჯეტიან მარკეტინგულ ინსტრუმენტზე დაფიქრდებით, რა გახსენდებათ?

ალბათ, ფლაერების დაბეჭვდა?! იცით რომ, სტატისტიკურად, ადგილებზე სადაც ფლაერებს არიგებენ, ნაგვის ყუთები ბევრად უფრო სწრაფად ივსება?! ამასთანავე, არის რისკი რომ თქვენს მიერ დაქირავებულმა ადამიანმა საერთოდ არც დაარიგოს ფლაერები, ან თუ დაარიგებს, მის მიერ უხალისოდ მიწოდებული ფლაერი თქვენი ბრენდის მიმართ იგივე ემოციას დატოვებს მომხარებელში.

კომპანია GOODWEB-ი, არც ისე შორეულ წარსულში, როგორც ყოველთვის დაფიქრდა, რაც შეიძლება მეტად ეფექტური, მოქნილი და მომხარებლისთვის მიმზიდველი სარეკლამო პლათფორმის შექმნაზე და მალევე მოიყვანა სისრულეში ჩანაფიქრი. დღეს კი, მომხმარებლებს ეფექტურ პლათფორმას, ტექსტურ რეკლამას სთავაზობს რეიტინგულ ბიზნეს პორტალებზე, რომლის შედეგების გაზომვა და სტატისტიკებზე თვალყურის დევნება ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.  ეს ყველაფერი კი, რა თქმა უნდა, იძლევა მეტ საშუალებას, უფრო ნაკლები დანახარჯებით და სწორი ფორმით, საჭირო დროს, საჭირო ადამიანს წარუდგინოს საკუთარი პროდუქტი.

ამ პროცესში მნიშვნელოვანია მარკეტინგულად გამართული, სწორი მესიჯებით დატვირთული ტექსტები, რომლებზეც GOODWEB-ის მარკეტერების ჯგუფი მუშაობს და ქმნის, რა თქმა უნდა, კომპანიის შესწავლის და ანალიზის საფუძველზე. ეს ყველაფერი კი 145 ლარიდან 100 000 ნახვით და ზემოთ. ისიც უნდა აღინიშნოს რომ, სხვა სერვისების - ვებგვერდის ან ინტერნეტ მაღაზიის - სარგებლობის შემთხვევაში GOODWEB -ი მას საჩუქრად გადასცემს მომხარებელს.

ტექსტური რეკლამა მოიცავს ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც გინდათ აჩვენოთ ხალხს და აქციოთ ისინი თქვენი პროდუქტის/სერვისის მომხმარებლებად.
არ გაუშვათ შანსი ხელიდან, დაგვიკავშირდით და გამოიყენეთ GoodWeb-ის, ეს მართლაც, ეფექტური შესაძლებლობა. წარმატება იწყება ცნობადობით!

ბეჭდვა