06მარ 2017 დაიხუნძლეთ საჩუქრებით “Goodweb”-ის ახალი აქციის ფარგლებში!
უცნაურია და ფიქრობთ, კიდევ რა შეიძლება გაჩუქოთ კომპანიამ, რომელიც ისედაც, ისეთ ძვირადღირებულ პროდუქტს, როგორიცაა ვებგვერდი, ინტერნეტ მაღაზია თუ რეკლამა, სერვისად თვეში 19-დან 59 ლარამდე გთავაზობთ.
თუმცა, ჩვენ ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ, რადგან გვსურს ყველა პირობა შევქმნათ და მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ ეს სერვისები ნებისმიერი ადამიანისთვის და დავეხმაროთ ყველას საკუთარი   იდეის განხორციელებასა და წარმატების მიღწევაში. რადგან სწორედ ჩვენი მომხმარებლების წარმატებაა ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანა.

მაშ ასე, “Goodweb”-ი  გთავაზობთ აქციას, რომლის ფარგლებშიც ვებგვერდის ან ინტერნეტ მაღაზიის არჩევის შემთხვევაში მიიღებთ რამდენიმე პირობას და მრავალფეროვანი საჩუქრების სიას. სია აერთიანებს ინტერნეტ სივრცეში პოზიციონირებისთვის ისეთ აუცილებელ სერვისებს, როგორიცაა: ვებგვერდის დიზაინი, მისი ადმინისტრირება, ტექსტური რეკლამა რეიტინგულ ბიზნეს პორტალებზე, უამრავი, თქვენს საჭიროებაზე მორგებული ფუნქციონალი, სოციალური მედიის მართვა და ფასდაკლებები სხვადასხვა ვებგვერდის ბანერებსა და სტატიებზე.

ამასთან, ვინც კარგად არ იცნობს ჩვენს მომსახურებას, შესაძლოა არ იცის, რომ ჩვენი მომსახურება, რომელიც პაკეტებშია თავმოყრილი და გათვლილია ნებისმიერ ადამიანსა თუ ბიზნესზე, ისედაც აერთიანებს თავის თავში დამატებით ისეთ ძვირადღირებულ სერვისებსა და ბენეფიტებს, როგორიცაა, ქვე დომენი, სერვერის ღირებულება, საიტის მუდმივი დაცვა და განახლება, მარკეტინგული მხარდაჭერა, კორპორაციული ელ.ფოსტა თუ სხვა მრავალი სიკეთე ერთად, ერთ კომპლექსურ სისტემაში.
ასე რომ, თქვენ მხოლოდ ისღა დაგრჩენიათ მოუყაროთ თავი საკუთარ განუხორციელებელ იდეებს, ან განავითაროთ თქვენი არსებული საქმიანობა ახალ,  ნებისმიერი ბრენდისთვის მეტად სოლიდურ სივცეში და თავად გადადგათ ნაბიჯი მომავალი წარმატებებისა და წინსვლისკენ. შეავსეთ ჩვენი მარტივი აპლიკაცია, მიიღეთ საჩუქრები და შეაბიჯეთ ინტერნეტ სივრცის მრავალფეროვან სივრცეში,  ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე, “Goodweb”-ის დახმარებით.

აქცია გრძელდება 20 მარტამდე!
არ გაუშვა შანსი მიიღო საჩუქრები და უამრავი შესაძლებლობა!


ბეჭდვა