01მარ 2017 რატომ უნდა გქონდეს ინტერნეტ მაღაზია? იპოვე მარტივი პასუხები სტატიაში
წარმოგიდგენიათ ბნელ, სამაგიეროდ ტკბილ ოთხმოცდაათიანებში, ჩვენს მშობლებს რომ ჰქონოდათ ინტერნეტზე წვდომა და ონლაინ შოპინგის შესაძლებლობა რა მოხდებოდა? მათ, შესაძლოა, აღარ დასჭირვებოდათ ისეთი მძიმე პროცედურების გავლა, როგორიცაა პურის რიგში საათობით დგომა ოჯახის დასაპურებლად! ისინი, სახლიდან გაუსვლელად, ყოველგვარი დროის, ენერგიის და ნერვების ხარჯვის გარეშე საკუთარი მონაცემების შეყვანით შეძლებდნენ სასურველი პროდუქციის ადგილზე მიღებას. თუმცა, ხუმრობა იქით იყოს და ინტერნეტ მაღაზია დღესაც ბევრ პროცესს ამარტივებს, როგორც ბიზნესისთვის, ისე მომხმარებლისთვის, მაგრამ შეიძლება ამას სრულყოფილად ვერც ვიაზრებდეთ. სწორედ ამიტომ, გუდვები წარმოგიდგენთ ინტერნეტ მაღაზიის რამდენიმე ძირითად უპირატესობას!

  • დაბალი დანახარჯი
დღესდღეისობით, ონლაინ მაღაზიის შექმნა და მართვა რეალურ მაღაზიასთან შედარებით ბევრად იაფი და მარტივი პროცესია. კომპანიას არ უწევს იჯარის, კომუნალური გადასახადების, ინვენტარის, კონსულტანტების ხელფასისა თუ სხვა ხარჯების დაფარვა.
  • კომფორტულობა
ავტომატური შეკვეთის და გადახდის მეშვეობით პროდუქტის შეძენა შესაძლებელია მყიდველისთვის სასურველი ლოკაციიდან, ყოველდღე, დღისა თუ ღამის ნებისმიერ მონაკვეთში. საჭიროა მხოლოდ სურვილი და ინტერნეტზე წვდომა.
  • ყველა  დეტალი
თუკი სოციალურ მედიას იყენებთ თქვენი პროდუქციის წარსადგენად და გასაყიდად, სავარაუდოდ, ხშირად გიწევთ ისეთ კითხვებზე მრავალჯერადი პასუხის გაცემა, როგორიცაა. რა ღირს? რა ზომაა? რა ანგარიშზე ჩაგირიცხოთ თანხა? და ა.შ. რაც ბუნებრივია არ იწვევს სრულ სანდოობას და უსაფრთხოების განცდას. ინტერნეტ მაღაზია კი შესანიშნავი საშუალება და ალტერნატივაა მომხმარებელთან საკომუნიკაციოდ და ყველა საჭირო დეტალის ერთ სივრცეში განსათავსებლად. ასევე რთულად ასარჩევი პროდუქციის შემთხვევაში, მომხმარებელს ეძლევა მეტი დრო იმისათვის, რომ სრულად გაეცნოს მის პარამეტრებს, პირობებს, შეადაროს სხვადასხვა შესაძლებლობა ერთმანეთს და შემდეგ მიიღოს გააზრებული და მისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება.
  • გაფართოებული გეოგრაფიული წვდომა
ინტერნეტ მარკეტი იძლევა საშუალებას ლოკალურმა ბიზნესმა გააფართოვოს საზღვრები და გახდეს ხელმისაწვდომი და ცნობადი მთელი ქვეყნისთვის და არა მხოლოდ ერთი ქალაქისთვის. ან საერთოდაც, პროდუქტის სპეციფიკიდან გამომდინარე გავიდეს საერთაშორისო ბაზარზე.
  • შეფასებები
ეს არის სივრცე, რომელიც სხვადასხვა პროდუქტთან ერთად აერთიანებს მომხმარებლის შთაბეჭდილებებს და გამოცდილებას, რაც ამარტივებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს და ამცირებს არაეფექტური პროდუქტის შეძენის რისკებს, მეორე მხრივ კი - იძლევა უკუკავშირს კომპანიისთვის.
  • მოქნილობა
ონლაინ მარკეტში კომპანიის, პროდუქციის ან მომსახურების შესახებ ბევრად მარტივი და მოსახერხებელია სიახლეების ასახვა უბრალო ფუნქციონალის დამატებით. ეს არ არის დაკავშირებული სარეკლამო მასალებთან, სტამბებთან თუ დამატებით ძალისხმევასთან, რომელიც არც თუ ისე დაბალ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

ინტერნეტ მაღაზია ეს არის 21-ე საუკუნის იდეალური შესაძლებლობა, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა, მისი მიღება სერვისად თვეში სულ რაღაც 59 ლარად არის შესაძლებელი GoodWeb-ში, მუდმივი მხარდაჭერის და სხვა სიკეთეების თანხლებით.
ნუ გადადებ, დააპორტირე შენი ბიზნესი ინტერნეტში და გახდი ყველასთვის ხელმისაწვდომი, სანდო და სასურველი.

ბეჭდვა