17იან 2017 5 რამ რაც უნდა იცოდეთ თუ იწყებთ ბიზნესს 30 წლამდე
თუ თქვენ ხართ ახალგაზრდა და არ გაქვთ ბიზნესის დაწყების გამოცდილება, ეს ნორმალურია. უფრო სწორად ეს უკეთესია ვიდრე ნორმალური.
იმას, რომ თქვენ 20-30 წლის ასაკში იწყებთ ბიზნესს აქვს ძალიან ბევრი დადებითი მხარე.
თქვენ ნებისმიერ შემთხვევაში გექნებათ მეტი მოტივაცია, ენთუზიაზმი და ენერგია. მაგრამ სანამ გადადგავდეთ რაიმე ნაბიჯებს არის ის, რაც უნდა იცოდეთ სანამ გახდებით 30 ის.


არსებობს გამოცდილების შემცვლელი ფაქტორები:

ეძებთ ინვესტორს - თუ თქვენ თვითონ ხართ თქვენი თავის ინვესტორიც და მეწილეც, ნებისმიერი ვინც თქვენთან მოისურვებს ურთიერთობას ყურადღებას მიაქცევს თქვენს გამოცდილებას და სწორედ ეს იქნება თქვენი ყველაზე დიდი სისუსტე. მაგრამ არ დანებდეთ, ეს არ არის განაჩენი. თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ პარტნიორი უფრო მეტი გამოცდილებით, ან შეგიძლიათ დაანახოთ ინვესტორს თქვენი შესაძლებლობები რაც გადაფარავს გამოცდილების ნაკლებობას.

მეორე რაც უნდა იცოდეთ არის ის რომ ბიზნესში აუცილებლად გამოჩნდება გაუთვალისწინებელი შემთხვევები. ანუ ის რაც არ დაგიგეგმავთ, ის რასაც ვერ დაგეგმავდით თავიდან. ამისთვის უდნა გქონდეს გათვალისწინებული ისევე როგორც ადამიანური და დროის რესურსი, ასევე ფინანსებიც.

ახალგაზრდებმა უნდა გარისკოთ უფრო თამამად!

ყველას გაგვიგია რისკთან მიმართებაში  სხვადასხვა გამოთქმები „ვინც არ რისკავს, არ სვავს შამპანიურს“ და ასე შემდეგ. უფროსებს ნაკლებად აქვთ გარისვკის საშუალება, რადგანაც მათ აქვთ მეტი ცხოვრებისეული პასუხისმგებლობა. ყავთ ოჯახი, სჭირდებათ სტაბილური შემოსავლის წყარო. თქვენ კი, რეალურად ბევრს არ კარგავთ და თუ კარგავთ უფრო მეტი დრო და მეტი რესურსი გაქვთ ამის გამოსასწორებლად. გარისკეთ თამამად, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ უნდა მოიქცეთ დაუფიქრებლად.

და ბოლოს დაიპყარით მწვერვალები და აითვისეთ შესაძლებლობები!

არ შეუშინდეთ სირთულეებს და იბრძოლეთ მომავლისთვის. დღესდღეობით ბიზნესის ყველაზე დიდი შესაძლებლობა და გამოწვევა არის ინტერნეტ სივრცე. ეცადეთ მაქსიმალურად აითვისოდ ის. შექმენით თქვენი ბიზნესის ვირტუალური სახე, ვებ გვერდი, ინტერნეტ მაღაზია და სხვა ყველაფერი რაც თქვენი პროდუქტის მარტივად წარმოჩენის შესაძლებლობას მოგცემთ.


გარისკეთ, ნუ დაელოდებით დროს და დაიწყეთ!

დაგვიკაშვირდით, ჩვენ თქვენს იდეებს ფრთებს შევასხამთ!

ბეჭდვა