13იან 2017 ნუ მოკლავ იდეას, ანუ როგორ ვაქციოთ იდეა ფულად?
დაგითვლიათ როდესმე რამდენი იდეა მოგსვლიათ თავში, თუნდაც შხაპის მიღების დროს და შხაპის დასრულებამდეც კი გამოგიტანიათ მისთვის „ვერ განხორცილების“  ვერდიქტი? ალბათ არა. იმისთვის თუ მიგიქცევიათ როდესმე ყურადღება რამდენჯერ ჩაგიკლავთ ჩანასახშივე გენიალური იდეები, იმის გამო რომ თქვენი ტვინის მეორე ნაწილი ავტომატურად უამრავ „მაგრამ“-ს გამოიძახებს და გაშლის თქვენს თვალწინ დაბრკოლებების და ბარიერების სახით.  სწორედ ეს უამრავი „მაგრამ“ არის თქვენი იდეის პირველი მკვლელი, იდეის, რომელსაც შეუძლია არამხოლოდ თქვენთვის, არამედ სხვებისთვისაც კეთილდღეობის მოტანა.

დღეს, როდესაც მსოფლიო ერთ დიდ ვირტუალურ ყუთშია მოთავსებული, სადაც ინტერნეტის უხვი მდინარეები მოედინება, სადაც ყველანი ერთხმად ვთანხმდებით უსაზღვრო და უკიდეგანო შესაძლებლობებზე, არასწორია დაბრკოლებებზე არათუ საუბარი, არამედ ფიქრიც კი.

ინტერნეტ მაღაზია ცხოვრების და ბიზნესის წარმოების გამარტივების ნათელი მაგალითია. წარმოიდგინეთ, გაქვთ იდეა, რომლის კომერციული რეალიზება შეგიძლიათ. რას ელოდებით? გვიხარია თუ ჩვენ გველოდებოდით, რადგან ზუსტად GOODWEB-ის ინოვაციური სერვისი გაძლევთ საშუალებას მარტივად, უმოკლეს დროში, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე თქვენს იდეას ფრთები შეასხათ, ფართოდ გაშალოთ  და შემოუფრინოთ მთელს საქართველოს. დიახ, მთელ საქართველოს, თქვენ შეძლებთ გაყიდოთ ყველგან და ყველასთვის, ნებისმიერი წერტილიდან. იდეის პარალელურად, აქამდე თუ უამრავი დამაბრკოლებელი „მაგრამ“ ჩნდებოდა თქვენს თავში, GOODWEB - ის რევოლუციური შესაძლებლობა ყველა მათგანს საპნის ბუშტივით წამის მეასედებში გააქრობს.

როგორ? აი ზუსტად ასე: თქვენზე მხოლოდ იდეაა, დანარჩენ დეტალებს კი ჩვენ მიგიხედავთ. ჩვენ ვიფიქრებთ ყველაფერზე თქვენ ნაცვლად. თქვენ ისეთ რუტინულ რაღაცებზეც კი არ მოგიწევთ ფიქრი, თუ რომელ ბანკს რა საპროცენტო განაკვეთი აქვს ვებ-გვერდზე ბარათით გადახდის შემთხვევაში. ამ ყველაფერს ჩვენ მოგიგვარებთ და მოგაწვდით გამართულ, ინტერნეტ კომერციისთვის ყველა საჭირო რესურსით უზრუნველყოფილ, სრულფასოვან და მარტივად სამართავი პანელის მქონე ინტერნეტ მაღაზიის სერვისს 1 დღეში. და ეს ყველაფერი, მხოლოდ თვეში 59 ლარად, პირველადი ინვესტიციის გარეშე.

თქვენ შეგიძლიათ უკვე არსებული ბიზნესი დაარეპორტიროთ და შეუქმნათ მას ანალოგი, ახალი შესაძლებლობით ინტერნეტში. ამით კი ის გახადოთ უფრო წარმატებული, მოთხოვნადი და ხელმისაწვდომი ნებისმიერი წერტილიდან.

ისღა დაგრჩენიათ, დაკეტოთ ონკანი, მოუყაროთ შხაპის მიღების თუ სხვა დროს მოსულ იდეებს თავი, განდევნოთ ყველა დამაბრკოლებელი „მაგრამ“ GOODWEB-ის ინოვაციური სერვისის წყალობით და დაიწყოთ თქვენი ბიზნესის შემოსავლის და კმაყოფილი მომხარებლების რაოდენობის თვლა. თქვენ ხომ ამ შესაძლებლობით მათ მიეცით ის, რაც სურდათ და დაუზოგეთ ყველაზე ძვირფასი - დრო.

ბეჭდვა