28დეკ 2016 რა არის კორპორატიული ელ-ფოსტა და რა სიკეთეები გააჩნია მას?
კორპორატიული ელ-ფოსტა არის ვირტუალური სამყაროს ნაწილი, რომელიც ვირტუალურ ფოსტალიონს მიაქვს ადრესატამდე.

ჩვენ, დედამიწელებმა დიდი ხანია გავაცნობიერეთ, რომ ჩვენი ცხოვრება აღარ ეკუთვნის მხოლოდ ერთ სამყაროს, იგი ორ სამყაროს შორის მიედინება - რეალურსა და ვირტუალურში.

ორივე სამყაროში ვარსებობთ, ორივე სამყაროში ვმოქმედებთ, მხოლოდ ორი განხსვავებით - დროისა და საზღვრების.

რეალურ სამყაროში არსებობს ჩარჩოები, დოგმები, რასაც ვერ ვიტყვით ვირტუალურ სამყაროზე. ინტერნეტმა და ტექნოლოგიურმა შესაძლებლობებმა გაარღვიეს ყველა სივრცე, გადალახეს ყველა საზღვარი, გადაიარეს ცხრა მთა და ცხრა ზღვა. ელექტრნონული მეილიც ამის ნათელი მაგალითია. დღეს, მისი საშუალებით კომპანიები ერთმანეთს უცვლიან საჭირო ინფორმაციებსა და ფაილებს, იყენებენ კომინუკაციისთვის, არამხოლოდ პარტნიორებთან, არამედ მომხმარებელთან ურთიერთობაში. სწორედ კორპორატიული მეილი არის ყველაზე საჭირო და ეფექტური ინსტრუმენტი e-mail მარკეტიგის დროსაც.

წარმოიდგინეთ, ადრე მტრედები ისე ჰყავდათ გაწვრთნილი რომ წერილებს ატანდნენ ხოლმე. შემდგომ პერიოდში, მალემსრბოლებს გადასცეს ეს მისია და ნივთების, დოკუმენტების გადატანც კი დააკისრეს. ეს დროის რამხელა რესუსრს მოითხოვდა და რამდენად აფერხებდა პროცესებს, ალბათ, დღევანდელი დედამიწელისთვის ცოტა უსიამოვნო გასააზრებელიც კი არის.

წარმოიდგინეთ, დაგეგმეთ კორპორატიული წვეულება, რომლისთვისაც მთელი წელი ემზადებოდით, სტუმრების მოსაწვევები კი მტრედებს გაატანეთ. რა მოხდება? არაფერი, უბრალოდ, მოგიწევთ მარტო გაერთოთ წვეულებაზე, ჯილდოებიც საკუთარ თავს გადასცეთ და მადლობაც თქვენს თავს გადაუხადოთ, უარეს შემთხვევაში, თქვენ თავთან შეიძლება ცეკვაც კი მოგიწიოთ. რატომ? იმიტომ რომ დროულად არ მივიდა, ან საერთოდაც არ მივა თქვენი გზავნილი ადრესტამადე.

ხუმრობა იქეთ იყოს და დღესდღეობით, ბევრი კომპანია სწორედ რომ ელექტრონულ ელ-ფოსტას იყენებს სასურველი ინფორმაციის თუ მოსაწვევების დასაგზავნად პარტნიორებთან.

კორპორატიული ელ-ფოსტა არის ის, რაც პროფესიონალთან და საქმიანთან ერთად, ოფიციალურ და ტრენდდულ სტატუსს მოგანიჭებთ. რაც მთავარია დაგიზოგავთ ყველაზე ძვირფასს - დროს, ასე სწრაფადმავალ მსოფლიოში.

ნუ გადადებთ, გადაიარეთ ცხრა მთა და ცხრა ზღვა ზუსტად რამდენიმე წამში. დაგვიკავშირდით და გახსენით თქვენი კორპორატიული მეილი, ეს მართლაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია თქვენი საქმიანობის კორპორატიული კულტურისთვის.

დაიწყე საქმე როგორც ნადვილ ბიზნეს შეეფერება
დაგვიკავშირდი და გახსენი კორპორატიული ელ-ფოსტა
ბეჭდვა