28დეკ 2016 რა არის დომენი და რა სარგებლობა მოაქვს მას?
დომენი არის ინტერნეტ მისამართის უნიკალური დასახელება, რომელიც მიუთითებს თქვენს საიტზე ან ელექტრონულ მისამართზე.

წარმოიდგინეთ, დაიბადეთ და თქვენმა მშობლებმა თუ ბებია - ბაბუებმა სახელი არ დაგარქვეს. რა მოხდება? თქვენ გაგიჭირდებათ ხალხში ინტეგრაცია, ხალხს კი თქვენთან ურთიერთობა. ბაღში, სკოლაში, უნივერსიტეტში თუ სამსახურში არ ეცოდინებათ როგორ მოგმართონ, მათ მოუნდებათ თქვენთან თამაში, აზრის გაცვლა, რაღაც საკითხზე საუბარი, მაგრამ ვერ მიხვდებიან როგორ მოგმართონ, მოგძებნონ, გიკითხონ, ან საერთოდ როგორ მიახვედრონ სხვას ვისზეა საუბარი.

ასეა დომენიც, წარმოიდგინეთ, მოგივიდათ მაგარი იდეა, გადაწყვიტეთ მისი სისრულეში მოყვანა, დაარეგისტრირეთ ბიზნესი, შემოიკრიბეთ საუკეთესო გუნდი და დაიწყეთ ბაზარზე მოღვაწეობა სახელის გარეშე ინტერნეტში. რა თქმა უნდა, თქვენც ხვდებით, ამ შემთხვევაში ბიზნესი განწირულია, მნიშვნელობა არ აქვს რა მაგარი იდეაც არ უნდა იყოს.

დომენის მეშვეობით თქვენ ადვილად გიპოვნიან ინტერნეტში, ეცოდინებათ თქვენი მისამართი როგორ მოგაგნონ და შეიტყონ ნებისმიერი ინფორმაცია/სიახლე თქვენი საქმიანობის შესახებ, გაცვლიან მომხმარებლები თუ პარტნიორები ერთმანეთში თქვენი ბრენდის შესახებ ინფორმაციას. ინფორმაციული დატვირთვის გარდა, დომენს მარკეტინგული დატვირთვაც აქვს.  ჩვენი გუნდის რჩევაა თქვენი დომენური სახელი თქვენივე ორგანიზაციის სახელს დაემთხვეს ან იყოს მასთან კავშირში, ასე ბევრად გაგიმარტივდებათ ორი კურდღლის ერთად დაჭერა და ბუნებრივად გაადვილებს თქვენი პროდუქტის თუ მომსახურების თქვენს ორგანიზაციასთან კავშირს, ერთდროულად ხდება თქვენი ორგანიზაციის და საქმიანობის არაფორმალური გზით რეკლამირება.

დომენური სახელი გხდით სანდოს, მობილურს, მოქნილს, მიზიდველს, ბრენდულს, საქმიანს, ტექნოლოგიური სიახლეების მიმართ პროგრესულს, ხელმისაწვდომს ყველგან და ყოვლეთვის და ა.შ, სიკეთეების ჩამონათვალი ბევრია. ამიტომ ჯობია აქ გავჩერდეთ, დროს აღარ წაგართმევთ.

დროის ფაქტორი, დომენური სახელის დარეგისტრირებაშიც მნიშვნელოვანია, ამიტომ არ გადადოთ. შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ზუსტად 1 წუთის წინ ვიღაცამ დაარეგისტრირა თქვენი საქმიანობისთვის ზედგამოჭრილი დომენური სახელი, თქვენ კი დარჩით მის გარეშე. ამიტომ ნუ გადადებთ, დაგვიკავშირდით

მიანიჭე შენს ბიზნეს უნიკალური სახელი ინტერნეტში
დაგვიკავშირდი და გახდი ხელმისაწვდომი და მარტივად მოძებნადი

ბეჭდვა