06ოქტ 2015 Good Way To Build Your Web - GoodWeb
ალბათ ერთხელ მაინც გსმენიათ თქვენი ახლობლებისგან, მეგობრებისგან თუ კოლეგებისგან, რომ  კარგი, ხარისხიანი, გამართული ვებ-გვერდისათვის ძალიან დიდი დრო და ფინანსებია საჭირო.

გარდა იმისა, რომ ეს პროცესი დროში იწელება, დიდ რისკებთანაცაა დაკავშირებული, რადგანაც არის იმის საშიშროება, რომ ვებ-გვერდი არ იქნება ისეთი, როგორიც დამკვეთის მოლოდინები  იყო...

ასევე, კიდევ ერთი რისკია ის, რომ ვებ-გვერდი რაც არ უნდა კარგი იყოს,  დროთა განმავლობაში აუცილებლად დაძველდება (ვიზუალურად თუ ფუნქციონალურად)


ეხლა კი მინდა, უფრო ახლოს გაგაცნობთ GoodWeb-ის პროდუქტი,  რათა კარგად დაგანახოთ ის სარგებელი, რომელსაც, მისი შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელი იღებს და რომ ჩვენთან პრობლემები უბრალოდ არ არსებობს.

დავიწყოთ დროითა და ფინანსებით GoodWeb-ში
ჩვენი მომსახურების მიღება ძალიან მცირე დროს მოითხოვს(სულ რამდენიმე წუთს!), იმისათვის, რომ გახდეთ გუდვების მომხმარებელი, შედიხართ ჩვენს ვებ-გვერდზე- www.goodweb.ge-ზე, ირჩევთ მომსახურების პაკეტს, რეგისტრირდებით, გადიხართ ავტორიზაციას , ახდენთ ანგარიშსწორებას და თქვენ უკვე სარგებლობთ ვებ-გვერდითა და სრული ვებ-სერვისით.
რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, იმისათვის, რომ ვებ-სერვისი ნებისმიერი ზომის ბიზნესისათვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი, ჩვენ მომხმარებლებს შევთავაზეთ საკმაოდ დაბალი ფასები. მომხმარებელი, მომსახურების პაკეტის შესაბამისად, ყოველთვიურად იხდის, 19, 29, 39 ან 49 ლარს.

GoodWeb-ის მომსახურება არ ძველდება. 
ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ჩვენი სერვისის გაუმჯოესებაზე, მუდმივად ვამატებთ ახალ ტრენდურ თუ საჭირო ფუნქციონალებს, მუდმივად ვანახლებთ ჩვენს სისტემას, კიდევ უფრო მიმზიდველს ვხდით ჩვენი მომსახურების პაკეტებს, გარდა მომსახურების პროგრამული მხარისა ვზრუნავთ ვიზუალურ მხარეზეც და მომხმარებლებს მუდმივად ვთავაზობთ ახალ, თანამედროვე და დახვეწილ დიზაინებს, ამ ყველაფერს კი ჩვენი მომხმარებელი დამატებითი ხარჯების გარეშე იღებს.

გახდით ჩვენი მომხმარებელი და მიიღეთ საუკეთესო სერვისი, დარეგისტრირდით!

GoodWeb - Good Way To Build Your Web
ბეჭდვა