01სექ 2015 რა არის ვებ ჰოსტინგი?
ვებ ჰოსტინგი საშუალებას გაძლევთ თქვენი ვებ-გვერდი იყოს მუდამ ჩართული და ხელმისაწვდომი ინტერნეტ მომხმარებლებისათვის.
თუ გსურთ თქვენი ვებ-გვერდის მეშვეობით ინფორმაცია გაუზიაროთ სხვებს, ამისათვის მხოლოდ დომენის დარეგისტრირება და ვებ-გვერდის დიზაინის შექმნა არ არის საკმარისი, სავალდებულოა, რომ თქვენი დომენი დააკავშიროთ გარკვეულ ვებ ჰოსტინგის მომწოდებელთან.
ვებ ჰოსტინგის პროვაიდერი გაძლევთ თქვენს სივრცეს საკუთარ სერვერზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ მსურველს მთელი მსოფლიოდან თქვენი დომენური დასახელების აკრეფით შეეძლებათ დაუკავშირდნენ თქვენს ვებ-გვერდს.
თვენს ვებ-გვერდზე განთვსებული ყველა ინფორმაცია, როგორებიცაა სურათები, ვიდეოები, სტატიები თუ სხვა მასალები, თავმოყრილია და ინახება ვებ ჰოსტინგზე.
დღესდღეობით ვებ ჰოსტინგის სერვისს მრავალი პროვაიდერი გვთვაზობს, რა თქმა უნდა გარკვეული თანხის სანაცვლოდ.
მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ვებ ჰოსტინგი სრულიად უფასოდ მიიღოთ გუდვებისაგან, ამისათვის საჭიროა მხოლოდ შეიძინოთ გუდვების მომსახურების პაკეტებიდან ერთ-ერთი (რომელთა ყოველთვიური ღირებულება იწყება მხოლოდ 19 ლარიდან), მიიღეთ ბიზნესსაიტი, სრული ვებ სერვისი და ამასთანავე უფასო ჰოსტინგი.
ბეჭდვა