14ივლ 2015 GoodWeb - Marketer
თეიმურაზ კევლიშვილი, GoodWeb-ის გენერალური დირექტორი

იხილეთ GoodWeb-ის გენერალური დირექტორის ინტერვიუ Marketer.ge- სათვის, სადაც წარმოდგენილია კომპანიის არსი, მნიშვნელობა, პროდუქტის როლი ბიზნესის განვითარებაში.

წაიკითხეთ ნაწყვეტი სტატიიდან:

თეიმურაზ კევლიშვილი: "ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევებისა და დაკვირვებების საფუძველზე, აღმოჩნდა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ინტერნეტ აქტივობასა და საკუთარ ვებ-გვერდს. თუმცა ბიზნესის ამ სეგმენტისათვის პრაქტიკულად მიუწვდომელია კარგად გამართული, ხარისხიანი და პროფესიონალური ვებ-გვერდი, რომლის დამზადება რამდენიმე ათასი ლარი ღირს. ჩვენი კომპანიის მიერ შემუშავებულმა ინოვაციურმა პროგრამულმა სისტემამ, საშუალება მოგვცა ხარისხის გაუარესების გარეშე, მაქსიმალურად შეგვემცირებინა საიტის დამზადების ღირებულება და ხელმისაწვდომი გაგვეხადა მცირე და საშუალო ბიზნესისათვის."

გაეცანით სტატიას ვრცლად შემდეგ ბმულზე : www.marketer.ge
ბეჭდვა