05სექ 2017 ვებგვერდი - თქვენი ბიზნესის ვირტუალური ვიტრინა! გაიგეთ როგორი ვებგვერდის დიზაინი მოქმედებს მომხარებლის გადაწყვეტილებაზე
გახსენდებათ კადრი ბლეიკ ედვარდსის ცნობილი ფილმიდან - „საუზმე ტიფანისთან“, სადაც ნიუ იორკის მეხუთე ავენიუზე, ელეგანტურად შემოსილი, ჰოლი გოლაიტლის როლის შემსრულებელი, ოდრი ჰეპბერნი დგას Tiffany & Co. – ს მაღაზიის ვიტრინის წინ და შესცქერის საოცარ სამკაულებს? ან ის სცენა გაიხსენეთ, ფრანგი მწერლის ემილ ფრანსუა ზოლას ცნობილი წიგნიდან - „ქალთა ბედნიერება“, სადაც უდიდესი ნიჭით არის აღწერილი მაღაზიის ვიტრინები, მათი დანიშნულება და გავლენა მაღაზიის მიერ დედოფლად აღიარებულ ქალებზე...

დიახ, ვიტრინას და იმას, თუ როგორ გამოიყურება ის, ძალიან დიდი დატვირთვა აქვს. ასე რომ არ იყოს, დამეთანხმებით ალბათ, არც მწერლები და არც რეჟისორები არ დაკარგავდნენ დროს მისი მაქსიმალური სიმძაფრით სხვადასხვა სცენაში წარმოჩენაზე.

არამგონია გაგიკვირდეთ, თუ გეტყვით, რომ თქვენი ბიზნესისთვის ვებგვერდი ერთი დიდი და მომხიბვლელი ვირტუალური ვიტრინაა. მეტად საფრთხილო საქმეა სწორად იყოს მისი დიზიანი და სტრუქტურა დაგეგმარებული, რადგან,  მისი მიმზიდველობა განსაზღვრავს მომხმარებლის ქცევას, დაიჭიროს თუ არა  საქმე თქვენთან.

ჩვენ რომ საერთაშორისო კვლევის შედეგებით გვიყვარს აზრის გამყარება, ეს უკვე იცით, ამიტომ გეტყვით, რომ კვლევის თანახმად, მომხმარებლების 48% ბიზნესის სანდოობას მისი მარტივი და გასაგები დიზიანით განსაზღვრავს.

არსებობს რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ უნდა იყოს ვებგვერდის დიზაინი მარტივი და სადა, რომელსაც დაბლა შემოგთავაზებთ.

1.    დროს უძლებს

მინდა გითხრათ, რომ დრო მხოლოდ სიყვარულს კი არა, მარტივი დიზაინის ვებგვერდსაც დაინდობს. შედარების ხუმრობა იქეთ იყოს, და მართლა ასეა. რთული, კომპლექსური და გადატვირთული ვებგვერდის დიზაინს, თითქოს თვალი მალე ეჩვევა, მოკლე დროში კარგავს ქარიზმატულობას და ძველი დიზიანების „ნაგავსაყრელზე“ მოსასროლ მასალადაც მალევე არის მზად.

2.    ადვილია სკანირებისთვის

ეს მეორე მიზეზი ვებგვერდის ვიზიტორის ქცევის გაანალიზებით შეგვიძლია დავასახელოთ. საიდუმლო არ იქნება, თუ გეტყვით, რომ მომხმარებლები არ კითხულობენ თითოეულ სიტყვას ვებგვერდზე.  Adobe-ს კვლევაც ამას ცხადყოფს - მომხმარებლების 58% დროში შეზღუდულობის გამო, ზედაპირულად ავლებს თვალს ინფორმაციას. ასეთ დროს კი, დიზაინის სიმძიმე მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი, რადგან აქცენტები გაკეთდეს მთავარ სათქმელსა და მესიჯებზე. ხშირად, რაც შეიძლება მეტი „თეთრი სივრცის“ გამოყენებას და სათაურების გამოყოფას მიმართავენ. 

3.    სწრაფად იტვირთება


აბა დაფიქრდით, როგორ გაღიზიანებთ დიდ ხანს რიგში დგომა, ან კონსულტატის ლოდინი. ვებგვერდის შემთხვევაში, ამას  ჩატვირთვის დრო განსაზღვრავს. სწრაფად ჩატვირთვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, არამხოლოდ ვიზიტორების კომფორტისთვის, არამედ SEO-ს და USER EXERIENCE-თვის. ვებგვერდის დამძიმებას ფოტოების ხარიხსი, მათი რაოდენობა და შეუთავსებელი ფუნქციონალების ერთობლიობა იწვევს. რაც უფრო მსუბუქი „ქონთენთი“ (შიგთავსი) იქნება ვებგვერდზე, გაცილებით ნაკლები სივრცე დასჭირდება სერვერზე, რაც ბუნებრივია შეამცირებს დატვირთულობას და ჰოსტინგიც ბევრად მარტივი გახდება.

4.    მარტივად გამოსაყენებელია


ბიზნესისთვის, ვებგვერდის მთავარ მისიას, რა თქმა უნდა, ვიზიტორების სტუმრობა, მათი ინფორმირება და კომფორტულად გამოყენება წარმოადგენს. პირველ რიგში, დიზაინის გამარტივება მენიუს ნავიგაციით იწყება. ყველა ზედმეტი პარამეტრი თუ ღილაკი უნდა გაქრეს ვებგვერდიდან, ოღონდ, ესეც მეტად საფრთხილო საქმეა, რომელიც დაკვირვების და ანალიზის შედეგად უნდა მოხდეს. პირველ რიგში, უნდა განისაზღვროს და დაითვალოს რამდენი ადამიანი აკლიკებს კონკრეტულ ღილაკებს. ნავიგაციის შემდეგ, მთლიანი მთავარი გვერდის დრო დგება, აუცილებლად შეიყვარეთ მინიმალიზმი, ამით ბევრის გულს მოიგებთ

5.    ზრდის კონვერსიის კოეფიციენტს

როდესაც სწორად დაგეგმავთ ვებგვერდის სტრუქტურას, ბუნებრივია ის, არც დააყოვნებს და მალევე მოიტანს სასურველ შედეგს. მარტივი და სუფთა ვებგვერდი, თავად საუბროს ბრენდის სერიოზულობაზე, აქცენტი კონკრეტულ პროდუქტებსა თუ სერვისებზე, ზუსტად ხვდება მომხარებლის ყურადღების ცენტრში და შესაბამისად, ყველაფერი თავის ადგილზე ლაგდება.

6.    Google უკეთ მეგობრობს

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი Google-თვის, სწორედ რომ ვებგვერდის სტრუქტურაა. ამიტომ, მარტივი დიზიანი ზრდის შანსებს მოხვდეთ რეიტინგში და გქონდეთ ვიზიტორების მდიდარი  მოძრაობა (Traffic) ვებგვერდზე.

მიზეზებს რა დალევს, თუმცა დღეს აქ გავჩერდებით. ვფიქრობთ, ჩამოთვლილი მიზეზებიდანაც მარტივია დავასკვნათ, ვებგვერდის დიზაინის უდიდესი როლი  ბიზნესის წარმატებაში და იმაში, თუ რამდენად მიმზიდველია ვირტუალური ვიტრინა მომხმარებლებისთვის. ვინაიდან და რადგანაც, Goodweb-ში ყოველთვის ვქმნით არჩევანის მრავალფეროვნებას, მომხმარებელს შეუძლია ორი გზიდან აირჩიოს მისთვის სასურველი. დაიწყოს ვებგვერდის სერვისით სარგებლობა Skillers Templates - ის მზა დიზაინით, ან დაუკვეთოს ინდივიდუალური დიზაინი, რომელზეც ჩვენი კომპანიის 4 დეპარტამენტი მუშაობს. ორივე შემთხვევაში ვებგვერდის მართვა ქართული ადმინისტრატორით არის შესაძლებელი, რომელიც ჩვენი გუნდის მიერ შექმნილი სისტემის Skillers CMS - ის დამსახურებაა.

თქვენი ბიზნესის წარმატება თქვენს ხელშია, ისღა დაგრჩენიათ სწორად განსაზღვროთ თქვენი სამომავლო გეგმები, ამოცანები და საჭიროებები, მიმართოთ პროფესიონალ ადამიანებს და შექმნათ წარმატება თქვენს ირგვლივ.




გაინტერესებს როგორ?











ბეჭდვა