23აგვ 2017 როგორ უნდა აქციოთ მომხმარებლები თქვენი ბიზნესის მიმდევრებად ვებგვერდის საშუალებით!
ჩვენ სოციალური არსებები ვართ. ჩვენი ბუნებაა ვეკუთვნოდეთ ადამიანების ჯგუფს, რომლებთანაც ბევრი საერთო ინტერესი და გადაკვეთა გვაქვს.  ასეა ბიზნესშიც. თითოეული კომპანია ცდილობს შექმნას სოციუმი საკუთარი ბიზნესის ირგვლივ და გაზარდოს მისი საქმიანობა. ამისთვის, სხვადასხვა სტრატეგიულ ნაბიჯებს მიმართავენ, რომელთაგან ყველაზე ეფექტური და მომგებიანი 21-ე საუკუნის ციფრულ სამყაროში,  ინტერნეტ სივრცის სწორად გამოყენებაა, რის მთავარ ნაწილს ვებგვერდი და სხვა ციფრული ინსტრუმენტები წარმოადგენს. 

თანამედროვე მარკეტინგის ენაზე რომ ვთქვათ, მნიშვნელოვანია შექმნათ და აპოვნინოთ სასურველი „ტომი“  თქვენს მომხმარებელს ლოიალურობის ჯაჭვის და თქვენს შორის სასურველობის განცდის  გასამყარებლად.

როგორ უნდა შექმნა შენი ბიზნესის „ტომი“?


ვინაიდან და რადგანაც, ტომი ინდივიდთა გაერთიანებას წარმოადგენს საერთო ღირებულებებითა და კულტურით, მნიშნელოვანია შექმნათ სივრცე, სადაც მათი ერთმანეთთან დაკავშირებას და მათთვის საერთო იდეების გატარებას შეძლებთ.

რომ შევადაროთ ძველი და ახალი ადამიანი, ადრე, მათ კონკრეტულ ადგილას უწევდათ შეკრება და დამოკიდებულები იყვნენ ადგილმდებარეობაზე, ამინდზე, დროზე და სხვა დანარჩენ ფაქტორებზე.
21-ე საუკუნის ადამიანს კი, ინტერენეტის დამსახურებით არანაირი საზღვრები, დროითი სივრცე თუ სხვა დაბრკოლება არ გააჩნია.

ტომს არსებობისთვის ყოველთვის სჭირდება ინდივიდთა ერთობლიობა, ლიდერი და საერთო იდეა. თქვენ, თქვენი ბიზნესის საქმიანობით შეგიძლიათ მათ მიაწოდოთ იდეა, ანუ პროდუქტი და სერვისი, რომელიც აერთიანებთ მათ, შეუქმნათ, ლიდერი ანუ ის ციფრული ინსტრუმენტები, როგორიც არის მაგალითად ვებგვერდი, რომელიც მუდმივად გამოკვებავს მათ სიახლეებით, წარუდგენს ახალ საერთო იდეებს და ღირებულებებს. ასეთი გზით, ისინი არა მხოლოდ მომხმარებლებად იქცევიან, არამედ თქვენი ბიზნესის მიმდევრებად, რადგან, სწორედ ისინი გაავრცელებენ ინფორმაციას თქვენი პროდუქტის თუ სერვისის შესახებ.

ისევ პარალელი რომ გავავლოთ, ტომის წევრების ლიდერთან ურთიერთობას და თქვენი ბიზნესის ვებგვერდის მომომხმარებლებთან ურთიერთობას შორის, კომუნიკაციის ასეთ სახეს მივიღებთ:

•    ლიდერი -> ტომს = ვებგვერდი -> მომხმარებელს (როდესაც უყვები სიახლეების შესახებ)
•    ტომი -> ლიდერს = მომხარებელი ->ვებგვერდს(როდესაც გაქვს უკუკავშირი მომხმარებლისგან)
•    ტომის წარმომადგენელი -> ტომის წარმომადგენელს = მომხმარებელი -> მომხმარებელს (როდესაც იქმნება უკვე სოციუმი შენი ბიზნესის ირგვლივ და მიდის შენი პროდუქტის განხილვა)
•    ტომის წარმომადგენელი -> უცხო პირს = მომხმარეველი -> ახალ, პოტენციურ მომხარებელს (როდესაც შენი არსებული მომხმარებელი შენი ბიზნესის ინფორმაციის გამავრცელებელია)

სწორედ ამიტომ არის ყველაზე ეფექტური საშუალება დღევანდელ ციფრულ ერაში ვებგვერდის და სხვა ინსტრუმენტების გამოყენება. ის გაძლევს ყველაზე მნიშვნელოვანს - ინფორმაციის გავრცელების საშუალებას, ის გაძლევს ყველაზე  მთავარს - უკუკავშირს მომხმარებლისგან და ბოლოს, ის გაძლევს ყველაზე ძვირფასს - ურთიერთობას.

ამიტომ, აქციე შენი ვებგვერდი ლიდერად, დაანახე ყველას შენი საქმიანობის ღირებულებები და შემოიკრიბე შენი ბიზნესის ირგვლივ მიმდევრები!

ეს ხომ საბოლოო ჯამში მარკეტინგის ერთ-ერთი ძირითადი ფუნდამენტია?



გაინტერესებს როგორ?




ბეჭდვა