16აგვ 2017 წარმოგიდგენთ „გაყიდვების მენეჯერს“, რომელიც თვეში 100 000 ადამიანს უკავშირდება!
ახალი ამბავი არ არის რომ, გაყიდვების მენეჯერი მნიშვნელოვან და საიმედო ხიდს წარმოადგენს თქვენს მომხმარებელთან, რომელიც აქრობს ნებისმიერ ბარიერს მომხმარებლის სურვილებსა და კომპანიის პროდუქტს შორის.  

საშუალო მონაცემების და უნარების მქონე გაყიდვების მენეჯერს უნდა ესმოდეს ინდუსტრია, რომელშიც მუშაობს, პროდუქტი, რომელსაც ყიდის, მომხმარებელი და მისი ქცევა, რომელმაც შეიძლება მცირედი ინტერესიც კი გამოხატოს კომპანიის მიმართ.

გარდა ამისა, დღევანდელ ეპოქაში, გაყიდვების მენეჯერს მნიშვნელოვანი მისია აკისრია, დაუკავშირდეს პოტენციურ მომხმარებლებს პირდაპირი თუ არაპირდაპირი კომუნიკაციის არხების საშუალებით, დასვას კითხვები, განსაზღვროს პრობლემები და იქვე შესთავაზოს გადაწყვეტილება პროდუქტის თუ სერვისის შეთავაზებით.

დაფიქრებულხართ ოდესმე, შეესაბამება თუ არა თქვენი გაყიდვების მენეჯერები ზემოთ აღნიშნულ კატეგორიას?

ნამდვილად ეკონტაქტებიან და დამაჯერებლად ესაუბრებიან ყოველდღიურად, განსაკუთრებით კი ზაფხულის პერიოდში საკმარისი რაოდენობის ადამიანს?

ის თუ შეგიმჩნევიათ, რომ დღეს ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით ალტერნატივებს, შესაძლებლობებს და მომხმარებელზე მხოლოდ სწორი არჩევანის გაკეთებაღა არის დარჩენილი.

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ წარმოგიდგინოთ შესაძლებლობა, რომელიც უფრო მეტ ეფექტურობას ქმნის ნაკლები რესურსის დანახარჯით.

ვმოქმედებთ შემდეგი ფორმულით :

ვებგვერდს + რეკლამა = გაყიდვების მენეჯერს!

ვებგვერდი, გაყიდვების მენეჯერისგან განსახვავებით, მუდმივ კონტაქტზეა მომხმარებელთან, აწვდის სრულ ინფორმაციას კომპანიის საქმიანობის შესახებ 24 საათის განმავლობაში, მუდმივ რეჟიმში, და რაც მთავარია, იძლევა საშუალებას ნათლად წარმოაჩინოს საჭიროებისა და პრობლემის გადაწყვეტის გზები.

რეკლამაზე „დაკლიკვა“ კი იგივეა, რაც ვიზიტორმა შეაღოს თქვენი ოფისის ვირტუალური კარი, ანუ დაინტერესდეს თქვენით,  ამ ქცევით კი, პოტენციური მომხმარებლიდან ერთგულ მომხმარებლამდე მხოლოდ 1 ნაბიჯია დარჩენილი.

კომპანია Goodweb-ის სერვისი გთავაზობთ კომპლექსურ წინადადებას, ისარგებლოთ ვებგვერდის სერვისით და მიიღოთ საჩუქრად 1 თვიანი ტექსტური რეკლამა, რომელიც ცხელი დღეების მიუხედავად, 24 საათის განმავლობაში, 100 000 ადამიანის წინაშე დაუზარებლად გაანათებს წამყვან საინფორმაციო ბიზნეს პორტალებზე, რაც სტატისტიკურად 250 პოტენციური კლიენტის ტოლფასია.


არ გადადოთ, დაიწყეთ დღესვე, გააკეთეთ სწორი არჩევანი და გახადეთ თქვენი საქმიანობა უფრო ეფექტური!


დაინტერესდი?




ბეჭდვა