10ივლ 2015 INTERNET - ახალი ერის დასაწყისი
ინტერნეტი იყო რამდენიმე ადამიანის გონივრული ფიქრებისა და დასკვნების შედეგი, რომლებმაც შენიშნეს ის დიდი შესაძლებლობები და სარგებელი, რომელსაც კომპიუტერების მეშვეობით ინფორმაციის გაზიარება მოუტანდა სამეცნიერო და სამხედრო სფეროს.
1962 წელს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარმა ჯოსეფ კარლ ლიკლიდერმა წარმოადგინა გლობალური ინტერნეტის პროექტი და იმავე წელს შეუდგა პროექტის განხორციელებას.
ლეონარდ კლეინროკმა, ასევე სწავლულმა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან, შეიმუშვა პაკეტების კომუტაციის სისტემა, რაც უნდა გამხდარიყო საფუძველი ინტერნეტ კავშირების დამყარებისა.
ლაურენს რობერტსმა, ასევე სწავლულმა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან, სატელეფონო ხაზებში ჩართულობის გზით, 1965 წელს ერთმანეთს დაუკავშირა მასაჩუსეტსა და კალიფორნიაში განთავსებული კომპიუტერები. ამან დაამტკიცა, რომ იდეის განხორციელება მართლაც, რომ შესაძლებელი იყო, თუმცა აქვე გამოიკვეთა ისიც, რომ სატელეფონო ხაზების გამოყენება საკმარისი არ იყო. კლეინროკის თეორია კომუტაციის სისტემის დანერგვის შესახებ დამტკიცდა და აქტიური გახდა.
1966 წელს რობერტსი შეუერთდა ლიკლიდერს და მათ ერთად განაგრძეს გლობალურ ქსელზე მუშაობა, სწორედ ეს ადამინები დ მათი უამრავი, საზოგადოებისათვის უცნობი თანაგუდნელი იყო ინტერნეტის ნამდვილი შემქმნელი.
ინტერნეტი , იმ დროისათვის კი ცნობილი , როგორც აპრანეტი 1969 წელს ჩაეშვა ონლაინ სივრცეში, თავდაპირველად კონტრაქტი დადებული იყო მხოლოდ ამერიკის რამდენიმე უნივერსიტეტთან, როგორებიცაა კემბრიჯი, ჰარვარდი და სხვა. 1971 წელს ნასა შეუერთდა ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვს, ამის შემდეგ კი ინტერნეტმა თანდათან მთელი მსოფლიო მოიცვა.
ადრეული ინტერნეტი გამოიყინებოდა მხოლოდ კომპიუტერების ექსპერტების მიერ და ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაციის გაცვლას, ინტერნეტში ვერაფერს ნახავდით გასართობს, მეტიც კომპიუტერის გამოსაყენებლად საჭირო იყო კომპლექსური და რთული პროგრამის შესწავლა.
ბეჭდვა